არტაშეს I

არტაშეს I (გ. დაახლ. ძვ. წ. 160), დიდი სომხეთის მეფე (ძვ. წ. 189-იდან), არტაშესიანთა დინასტიის დამაარსებელი. აუჯანყდა სელევკიდების მეფე ანტიოქე III-ს და დიდი სომხეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი სამეფოს ფარგლებში შედიოდა სომხ. ზეგნის თითქმის მთელი ტერიტორია. დაიპყრო ახ. მიწები (იბერიას წაართვა პარიადრის მთიანეთი, ქორზენე და გოგარენე), ააშენა ახ. დედაქლაქი არტაშატი.

ლ.-ნ. ჯანაშია