არტეზიული წყლები

არტეზიული წყლები [საფრ. პროვ. არტუას (ლათ. Artesium) სახელწ. მიხედვით], ღრმად განლაგებულ წყალგაუმტარ შრეებს შორის მოქცეულ წყალშემცვლელ შრეში არსებული ჰიდრავ. წნევიანი მიწისქვეშა წყლები. ა. წ-ის არსებობას განაპირობებს შრეების სინკლინური ან მონოკლინური სტრუქტურა. ამგვარ წყალშემცველ სტრუქტურას არტეზიული აუზი ეწოდება. საქართვ. ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი არტეზიული აუზები: ბზიფის, კოდორის, სამეგრელოს, კოლხეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, წყალტუბოს, არგვეთის, ქართლის, ალაზნის, იორ-შირაქის, მარნეულ-გარდაბნისა და ახალციხის, არტეზიული აუზებიდან ღებულობენ სასმელ, სამრეწვ., სარწყავ, თბოენერგეტ. და სამკურნ. წყლებს.

ნ. ცერცვაძე