არუთინოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (19. IX. 1906, სიღნაღი,– 17. V. 1995, ერევანი, სომხეთი), გენერალ-მაიორი (1958). შრომითი საქმიანობა დაიწყო თბილისში, დაამთავრა ამიერკავკ. ქვეითი ჯარების სკოლა (1930), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემიასთან არსებული დივიზიის მეთაურთა კურსები (1943). მუშაობდა კავკ. მსროლელთა დივიზიაში (1930–40). II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ამიერკავკ., ვორონეჟის ფრონტებზე, მონაწილეობდა სტალინგრადის ბრძოლაში, ხარკოვის განთავისუფლებაში, 1944-იდან მსახურობდა ამიერკავკ. სამხ. ოლქში მსროლელთა პოლკის, ხოლო 1957–61 – დივიზიის მეთაურად. 1962-იდან თადარიგშია გავიდა. საპატიო მოქალაქეა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხის, შრომის წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის ორდენებით და მედლებით.
ლ. დოლიძე