აგრბა რაზანბეი მიხეილის ძე

აგრბა რაზანბეი

აგრბა რაზანბეი მიხეილის ძე [9 (22). V. 1913, სოფ. ყულანურხვა, ახლანდ. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, – 10. IX. 1980, სოხუმი], აფხაზი მსახიობი. აფხაზეთის (1954) და საქართვ. (1958) სახ. არტისტი.

1934 დაამთავრა სოხუმის დრამ. სტუდია. 1931-იდან ა. სოხუმის თეატრის აფხ. დასის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა ფართო შემოქმედებითი დიაპაზონით. განსაკუთრებული წარმატებით ასრულებდა დრამ. და კომ. როლებს: პოლკოვნიკი ზახაროვი (მ. ლაკერბაის „დანაყაი“), ნესტორ ლაკობა (ს. ჭანბას „ქერაზი“), გლებოვი (გ. გაბუნიას „მზის ამოსვლის წინ“), ჟადოვი (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“), ქვანათი (შ. ფაჩალიას „გუნდა“), აჰმედი (მ. კოვეს „კიახ ხაჯარათი“), ფრონდოზო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), ჩინელი (ს. შანშიაშვილის „ანზორი“), ძანთემირი (მ. შავლოხოვის „სასიძო“), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

შ. ცუცქირიძე