დამი-გაია

დამი-გაია, დ ა მ ი რ გ ა ი ა, ნეოლით-ბრინჯაოს ხანის პირველყოფილი ადამიანის ხელოვნების უნიკალური ძეგლი.

მდებარეობს სოფ. კასუმლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი) სამხრ-ით, 1,2 კმ-ზე – კლდის მოზრდილ მონაკვეთზე (ზომა 6,5×3 მ) დადასტურებულია კლდის მხატვრობა. ღია ნაცრისფერი კლდის შიდა მხარე გამოქარულია, აქვს ნახევარსფერული თაღისებრი ფორმა და მთლიანად მოხატულია მუქი წითელი საღებავით (ოქრით).

ნახატები (ზომა 10×15 სმ ) შესრულებულია სტილიზებულად და სქემატურად. დიდი ნაწილი წაშლილია, ზოგი კარგადაა შემორჩენილი. თვალსაჩინოა ირმის, თხის, გველისა და სხვ. გამოსახულებანი, რ-ებიც ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებული არ ჩანს.

ლიტ.: მ ე ნ ა ბ დ ე  მ., კ ი ღ უ რ ა ძ ე  თ., ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1980–81 წლების მუშაობის შედეგები, წგ.: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, XIII, თბ., 1986.

თ. კიღურაძე