ადვაძე ვალერიან სერგოს ძე (17. II. 1931, სოფ. პტენა, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი, – 13. III. 2013, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990).
დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1953). 1956–93 მუშაობდა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტზე ასისტენტის, უფრ. მასწავლებლის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე და სახ. მეურნ. ისტ. და ეკონ. მოძღვრების ისტ. კათედრის გამგედ. 1978–87 იყო საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული ეკონ. დაგეგმვისა და მართვის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (შემდგომში ეკონომიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტი) დირექტორის მოადგილე, 1987–91 და 1992–93 – დირექტორი, 1984-იდან – საქართვ. სამეცნ.-ეკონ. საზ-ბის რესპ. გამგეობისა და თსუ-ში ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელი სპეც. საბჭოს თავ-რე, 1999 – 2005 – სრულიად რუსეთის საფინანსო-ეკონ. ინ-ტის ეკონომიკის, პოლიტიკისა და კულტურის ისტორიის კათედრის გამგე. მისი კვლევის ძირითადი სფეროა საქართვ. თანამედროვე ეკონომიკა, მისი ომისშემდგომი განვითარება, პრობლემები, პერსპექტივები, მსოფლიოს ქვეყნების ეკონ. ისტ. საკითხები.
ა. აქტიურად მონაწილეობდა საზ.-პოლიტ. ცხოვრებაში. 1989 აირჩიეს სსრკ სახალხო დეპუტატად და სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრად.
იყო საქართვ. პრეზიდენტობის კანდიდატი (1991), საქართვ. რესპ. სახელმწ. საბჭოს წევრი (1992), საქართვ. სახელმწ. ქონების მართვის კომიტეტის თავ-რე (1992–93), რუს. ეკონ. მეცნ. და სამეწარმეო საქმიანობის აკად. აკადემიკოსი (1991), საქართვ. რესპ. პარლამენტის წევრი და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავ-რე (1992–93), საქართვ. რესპ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში (1993–94), საქართვ. რესპ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი დსთ-ის სახელმწიფოთაშორის ეკონ. კომიტეტში (1995–99), საქართვ. რესპ. სრულუფლებიანი წარმომადგენელი დსთ-ის ეკონომიკურ საბჭოსთან არსებულ ეკონ. საკითხთა კომისიაში (1999–2005).
მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).
თხზ.: საქართველოს სსრ ეკონომიკური განვითარება ომის შემდგომ პერიოდში, თბ., 1968; კაპიტალისტური ქვეყნების ეკონომიკური ისტორია, თბ., 1985; სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება: საქართველოს სსრ გამოცდილება, თბ., 1987.