ადიში, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), უღვირის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ადიშჭალის ნაპირზე. ზ. დ. 2040 მ, მესტიიდან 30 კმ. 44 მცხ. (2014).
სოფელში არის მინერ. წყლის გამოსასვლელი. ა-ის მიდამოებში შუა საუკ. ქართ. ხელოვნ. მრავალი ძეგლია შემონახული: კედლის მხატვრობით შემკული ეკლესიები, სახლები, კოშკები, ჭედური ხელოვნ. ნიმუშები. თვით სოფელში დგას დარბაზული ტიპის 3 ეკლესია: მათგან მაცხოვრის ეკლესიის (X–XI სს.) მოხატულობა (XII ს.) მაღალპროფ. ოსტატობით გამოირჩევა, წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობა (XI ს. დასასრ. – XII ს. დასაწყ.) ასახავს წმ. გიორგის ცხოვრების ეპიზოდებს, მთავარანგელოზის ეკლესიის მხატვრობა (XII ს.) საყურადღებოა ნახატის გამომსახველობით. სოფლის დას-ით 3 კმ-ზე, ხევის პირას ბორცვზე დგას წმ. გიორგის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მიწისძვრის დროს ძლიერ დაზიანებულ ნაგებობას ადგილ. მცხოვრებლებმა ქვის ბუდე ამოუშენეს. მოხატულობა ამკობს ეკლესიის შიგა კედლებს და გარედან ჩრდ. ფასადს. ა-ის ეკლესიების კედლის მხატვრობაში ჩანს შუა საუკ. ქართული მონუმ. ფერწერის ე. წ. სვანური სკოლის სპეციფ. ნიშნები. იგი ისევე, როგორც XI ს. დასასრ. და XII ს. დასაწყ. მხატვრობის სხვა ძეგლები – იკვი, ფავნისი, ბოჭორმა – წმ. გიორგისა და მისი ცხოვრების სცენების გამოსახვის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდ. იკონოგრაფიული ნიმუშია, რ-იც საერთოდ შემორჩა შუა საუკ. ხელოვნებიდან.
ლიტ.: ვ ო ლ ს კ ა ი ა ა., კედლის მხატვრობა სოფ. ადიშის წმ. გიორგის ეკლესიაში, «ძეგლის მეგობარი», 1969, № 18.
ა. ვოლსკაია
გ. გასვიანი