ადმირალი

ადმირალი

ადმირალი (Vanessa atalanta), ერთ-ერთი ულამაზესი დღის პეპელა სადაფისებრთა ოჯახისა. ა. ევრ. წარმოშობისაა. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აზიაში, მ. შ. საქართველოში. ბოლო დროს მისი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ფრთების შლილია 50–55 მმ, საერთო ფონი შავი ხავერდისებურია მოწითალო ანარეკლით. წინა ფრთებზე ირიბად გადაჭიმულია ბრტყელი წითელი თასმა, უკანა ფრთები კი ბოლოვდება შავწერტილებიანი წითელი არშიით. ტყის სარტყლის მკვიდრია, გვხვდება გაშლილ და მზიან ადგილებში: ტყის პირებსა და ველობებზე, აგრობიოცენოზსა და გზის პირებში. მატლი ცხოვრობს ჭინჭარზე. იზამთრებს პეპელა ან ჭუპრი.

ე. დიდმანიძე