ავადჰარა

ავადჰარა

ავადჰარა, ქედი გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდ. ავადჰარის მარცხ. ნაპირის გასწვრივ, აფხ. კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. განშტოება. სიმაღლე 2000–2600 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. ქედის კალთები შემოსილია ნაძვნარ-სოჭნარ-წიფლნარით, ზემოთ სუბალპ. ლიხი და მდელოებია.