ავაზა

ავაზა.

ავაზა, გეპარდი (Acinonyx jubatus), საშუალო ტანის მტაცებელი ცხოველი კატისებრთა ოჯახისა (ხშირად უმართებულოდ გაიგივებულია ვეფხვთან და ჯიქთან).

მისი სხეულის სიგრძე 150 სმ აღწევს, სიმაღლე – 100 სმ, კუდის სიგრძე – 75 სმ. შავხალებიანი სხეული აქვს. გავრცელებულია აფრ., ინდ., წინა და შუა აზიის ტრამალებში. XVIII ს-მდე ბინადრობდა მტკვარ-არაქსის დაბლობზედაც.

შუა საუკ. საქართველოში მოშინაურებულ ა-ს ქურციკებზე სანადიროდ გეშავდნენ. დარბის სწრაფად, საათში 100 კმ ავითარებს. ამჟამად ა. ყველგან იშვიათი სახეობაა.

ა. არაბული