არგვიცი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბერულის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. პატარა ლიახვის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 1010 მ, გორიდან 33 კმ. ა. ერთ-ერთი უძველესი სოფელია, ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) აკუთვნებს იმ სოფლებს, რ-ებიც ირწყვებოდა მდ. პატარა ლიახვით. ა-ში ბინადარი მოსახლ. კვალი ჩანს ბრინჯაოს ხანიდან.
ჯ. გვასალია