არგნოსანი

არგნოსანი, საპოლიციო ფუნქციის აღმასრულებელი მოხელე გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში. არგანი (საბჯენი ჯოხი) მისი სამოხელეო ნიშანი იყო. საქართვ. სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ ა-ს ხელჯოხიანს ან ხელარგნოსანს უწოდებდნენ.