არგოსი (ბერძნ. Argos), ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი, ფრიქსესა და აიეტის ასულ ქალკიოპეს ან იოფოსას ძე, ფრონტისის, მელასის კიტისორეს ძმა.
კოლხეთში მიმავალი არგონავტები ხომალდის დაღუპვის შემდეგ ერთ უკაცრიელ კუნძულზე გადასხდებიან, სადაც შეხვდებიან ა-სა და მის ძმებს. ა. ძმებთან ერთად კოლხეთში გაჰყვება არგონავტებს და ქალკიოპეს შემწეობით იასონს მედეასთან დააკავშირებს. ბოლოს არგონავტებთან ერთად გაიქცევა საბერძნეთში, იქ ადმეტეს ასულ პერიმელაზე იქორწინებს და მისგან ვაჟიშვილი მაგნეტი შეეძინება.