არდგმული

არდგმული, სვეტებზე დაყრდნობილი, თავხე-ნივნივებით გაწყობილი, ნამჯით დახურული ღია ნაგებობა, რ-საც პურეულის ლეწვის დროს დგამდნენ კალოსთან.