არდოტი, სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), პირიქითა ხევსურეთში, მდ. ანდაქის (არღუნის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 1820 მ. დუშეთიდან 113 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.
სოფლის სამხრ. ნაწილში დგას შუა საუკ. ხუთსართულიანი კოშკი. ნაგებია კლდის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. კედლებში სათოფურებია დატანებული. პირველი სართულის შესასვლელი მიწის დონიდან 4 მ სიმაღლეზეა. ბოლო სართულზე ოთხივე მხარეს სალოდეებია მოწყობილი. გადახურულია სიპერდით, რ-იც 14 საფეხურისაგან შედგება.
ლიტ.: ქალდანი ა., ხევსურეთის კოშკები, «ძეგლის მეგობარი», 1988, № 3.