არეშიძე ვახტანგ მოსეს ძე

არეშიძე ვახტანგ მოსეს ძე (19. III. 1909, თბილისი, – 27. VI. 1985, იქვე), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1979).

1929 დაამთავრა თბილ. პროლეტკულტის დრამ. სტუდია. იმავე წლიდან მუშაობდა თელავის, ჭიათურისა და სოხუმის თეატრებში მსახიობად. 1936 – 85 იყო თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრის წამყვანი მსახიობი. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, უშუალობით. ერთნაირი წარმატებით ასახიერებდა სახასიათო და დრამ. როლებს: სიმონ გვერდწითელი (ვ. კირშონის „პური“), კასიო (უ. შექსპირის „ოტელო“), სკაპენი (მოლიერის „სკაპენის ოინები“), ბაში-აჩუკი (ა. კაჭკაჭიშვილის „ბაში-აჩუკი“ ა. წერეთლის მიხედვით), კომბლე, ნიკო (გ. ნახუცრიშვილის „კომბლე“, „პატარა მეომრები“), რომეო (შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), კიკვიძე (ვ. დარასელის „კიკვიძე“), ადვოკატი პატლენი (ფრანგ. ხალხ. პიესა „ადვოკატი პატლენი“) და სხვ. მისი გმირები ყოველთვის მგზნებარე, ტემპერამენტიანი, სიცოცხლით აღსავსე და ძლიერი ადამიანები იყვნენ.

შ. ცუცქირიძე