არეშიძე ქრისტეფორე იოსების ძე (12. II. 1906, ცხინვალი, – 28. XII. 1982, თბილისი), ქიმიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1969; წ.-კორ. 1961). ქიმ. მეცნ. დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962), პ. მელიქიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1974). დაამთავრა თსუ (1931). 1940 – 82 იყო პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმ. ინ-ტის ორგ. კატალიზის ლაბორ. გამგე. 1959 – 82 - თსუ პროფესორი; 1970 – 82 - კათედრის გამგე. ა-მ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნავთობქიმ. და ორგ. კატალიზის განვითარებას. შეისწავლა საქართვ. ნავთობის შედგენილობა. აღმოაჩინა ალკილციკლოპენტანური ნახშირწყალბადების იზომერიზაციის ახ. რეაქცია. გამოავლინა ბუნებრივ პირობებში ალკილციკლოპენტანების ციკლოჰექსანებად გარდაქმნის შესაძლებლობა და შეიმუშავა გოგირდიანი ნავთობპროდუქტების გაუგოგირდების ორიგ. მეთოდი. გუმბრინის საფუძველზე მოამზადა ნიკლის, ქრომის, სპილენძისა და სხვა ლითონების კატალიზატორები. შეიმუშავა თხევადი ცხიმების ჰიდრირების ახ. მეთოდი და კატალიზატორი. ყოფილ სსრკ-ში ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა სინთეზური და ბუნებრივი ცეოლითების კატალიზური თვისებები. შექმნა ახ. აფექტური კატალიზატორები ფენოლის ციკლოჰექსანონში ერთსტადიიანი ჰიდრირებისა და ოლეფინური და ალკილარომატული ნახშირწყალბადების ჟანგვითი ამონოლიზის რეაქციებისათვის. მონაწილეობდა ქიმ. დარგში საერთაშ კონფერენციებისა და კონგრესების მუშაობაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ნ. ზელინსკის შემოქმედებითი გზა, თბ., 1979.