ავალიანი ლავრენტი ივანეს ძე

ლ. ი. ავალიანი.

ავალიანი ლავრენტი ივანეს ძე (6. XI. 1923, სოფ. გუმათი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 10. X. 1943, ქ. მელიტოპოლის მახლობლად, უკრაინა), საბჭოთა კავშირის გმირი (მიენიჭა სიკვდილის შემდეგ, 1. XI. 1943), სერჟანტი, მეავტომატე.

საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში. მდ. დნეპრთან ბრძოლების დროს (1943) მტრის ათობით ჯარისკაცი და ოფიცერი მოსპო. ქ. მელიტოპოლთან ბრძოლაში (ამ დროს ოცეულს მეთაურობდა) ხელყუმბარით ტანკს შეუვარდა. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 2 წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

ტ. ჩინჩილაკაშვილი