დამპალო

დამპალო, დ ა მ პ ა ლ ო ს ხ ე ვ ი, თბილისსა და სამგორს შორის საავტომობილო მაგისტრალის დასაწყისში მდებარე ადგილის ადრინდ. პირობითი სახელწოდება.

ამ ტერიტორიაზე ადრე პირუტყვის სასაკლაოები იყო და ანტისანიტარიის გამო მის მიდამოებში გახრწნილი ხორცისა და სისხლის მძაფრი სუნი იდგა (სახელწოდებაც აქედან მიიღო). სასაკლაოების მოშლის შემდეგ ეს ადგილები კეთილმოეწყო.