ავოკადო (Presea), მარადმწვანე ტროპიკულ ხეხილოვან მცენარეთა გვარი დაფნისებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა მექსიკა. ცნობილია ამ გვარის 20-ზე მეტი სახეობა, რ-თაგან ყველაზე გავრცელებულია P. Americana. ნაყოფი კურკიანაა, ერთთესლიანი, მსხვილი (სიგრძე 5–20 სმ, მასა 250–600 გ), სხვადასხვა ფორმისა, მუქი მწვანე ან თითქმის შავი. ერთეული ნარგავები გაშენებულია საქართვ. შავი ზღვის სანაპიროზე. ა-ს გავრცელებული ჯიშებია მექსიკოლა, პუებლა, ფუერტე, რ-ებიც ყინვაგამძლეობით გამოირჩევიან (–5°-იდან –7°-მდე). ნაყოფი შეიცავს 30%-მდე ცხიმებს, 1,6–2,1% პროტეინს და სხვ. იყენებენ საკვებად და პარფიუმერიაში.
ი. ლეკვეიშვილი