ალდროვანდა

ალდროვანდა

ალდროვანდა (Aldrovanda vesiculosa), მწერიჭამია წყლის მცენარე დროზერისებრთა ოჯახისა.

უფესვოა, ძაფისებრი ღეროებით წყალში ჩაყურსული; რგოლურად განლაგებული ფოთლების განიერი ყუნწი გრძელი ჯაგრით ბოლოვდება, ზედ ფოთოლზე კი მომნელებელი ჯირკვლები და მგრძნობიარე ბუსუსებია. მათი გაღიზიანებისას ფოთოლი იკეცება და მსხვერპლს (მწერები, კიბოსნაირები, წყლის ლარვები) შიგ იმწყვდევს.

ა. გვხვდება დას. ევროპაში, აფრიკაში, აღმ. და სამხრ.-აღმ. აზიასა და ავსტრალიაში. საქართველოში მხოლოდ ბებესირის ტბაშია (აფხაზეთი) ნაპოვნი.