„დანამა“

„დანამა“, ქართული ხალხური სიმღერა, ქალაქური მუს. ფოლკლორის დასავლური შტოს ერთ-ერთი ტიპური ნიმუში.

გავრცელებული იყო ძვ. თბილისში. სრულდებოდა სამ ხმაში. მუს. ენა მაჟორულ-მინორული ჰარმონიის საფუძველზეა აგებული. XX ს. 20–30-იან წლებში კვლავ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დამკვიდრდა როგორც ყოფაში, ისე ესტრადაზე (სახელწ. „ჟუჟუნა წვიმა").

ჩაწერილი აქვს დ. არაყიშვილს კრებულში „ერთხმიანი და გუნდური ქალაქური სიმღერა", 1946 (რუს. ენაზე).

ლიტ.: ქალაქური ქართული ხალხური სიმღერა, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970.

ი. ჟორდანია