დანამასტაკი

დანანასტაკი, (Pistacia lentiscus), მარადმწვანე ორსახლიანი პატარა ხე ან ბუჩქი თუთუბოსებრთა ოჯახისა.

აქვს ორმაგფრთართული ფოთლები და მტევნებად შეკრებილი ყვავილები. გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის მშრალსა და ქვიან ფერდობებზე, მაკვისში.

საქართველოში ბუნებრივად არ იზრდება. მოშენებულია და კარგად ხარობს თბილისის, ბათუმის და სოხუმის ბოტან. ბაღებში. ნაყოფისაგან ხდიან ზეთს, რ-საც იყენებენ საკვებად და ტექნიკაში.