ალექსიძე გიორგი დიმიტრის ძე

გ. ალექსიძე

ალექსიძე გიორგი დიმიტრის ძე (7. I. 1941, თბილისი – 20.VI. 2008,იქვე), მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1989). საქართვ. სახელმწ. პრემია (1994).

1960 დაამთავრა მოსკ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი (პედაგოგი ა. მესერერი). 1961–62 იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1966 დაამთავრა ლენინგრ. კონსერვ. საბალეტმაისტერო განყ-ბა (პედაგოგი ა. ლოპუხოვი). ამავე წელს შედგა მისი, როგორც ბალეტმაისტერის, დებიუტი ლენინგრ. ფილარმონიაში (ერთაქტიანი ბალეტები რამოს, ბრიტენის, დებიუსის მუსიკაზე). 1966 – 74 ა-მ არაერთი ბალეტი დადგა ლენინგრ. ოპერისა და ბალეტის თეატრში. პარალელურად 1967–78 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას ლენინგრ. კონსერვ. საბალეტმაისტერო განყ-ბაზე. 1973-იდან იყო ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი, ხოლო 1980–83 ‒პერმის პ. ჩაიკოვსკის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი. 1983 – 85 ა. ლენინგრადში მოღვაწეობდა ‒ იყო ლენინგრ. კონსერვ. პედაგოგი (დოცენტი) და საოპერო სტუდიის მთავარი ბალეტმაისტერი. 1985-იდან ა. კვლავ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერია. დადგმებ ი: ბ. კვერნაძის „ბერიკაობა“ (1973), ს. ცინცაძის „ანტიკური ესკიზები“ (1974) „დალი და მონადირე“ (1976), ი. ს. ბახის „ჩაკონა“ (1974), ლ. დელიბის „კოპელია“ (1975), ს. ცინცაძის რ. გაბიჩვაძის „მედეა“ (1978), ფ. შოპენის „ვარიაციები მოცარტის თემაზე“ (1973), ი. ფალკოს „ორესტეა“ (1968, 1973), ს. პროკოფიევის „კლასიკური სიმფონია“ (1973, 1974), „უძღები შვილი“ (1978, 1986), „კონკია“ (1980), ა. ვივალდის „წელიწადის დრონი“ (1986), პ. ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ (1977), „გერია“ (1980, 1986), ა. შნიტკეს „კონექსიონი“, ი. სიბელიუსის „ტუონელის გედი“, გ. ყანჩელის სიმფონია (1989, ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი, მონპელიე, საფრანგეთი), ვ. კახიძის „ამორძალები“ (1990), ს. უბაიდულინას „მერწყულის ერა“ (1991, სანქტ-პეტერბურგის მარიამის თეატრში, პრემიერა შედგა გენუაში, დირიჟ. მ. როსტროპოვიჩი), ფ. მანინის „კოლუმბიდან-ბროდვეიმდე“ (1992, 1993, პრემიერა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრში); ერთმოქმედებიანი ბალეტები: ბახის, შოპენის, მოცარტის, გლაზუნოვის, დელიბის, სტრავინსკისა და სხვ. მუსიკაზე.

ცეკვებს დგამს აგრეთვე დრამ. თეატრებსა და კინოფილმებში. ა-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ახ. ქორეოგრაფიული ფორმებისა და სტრუქტურების ძიება კამერული ბალეტების ჟანრში.

დაჯილდოებულია.

ნ. გუნია