ალექსიძე ირინე ალექსანდრეს ასული (21. I. 1914, თბილისი – 21. II. 1996, იქვე), ბალერინა. საქართვ. სახ. არტისტი (1960). სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).
დაამთავრა მ. პერინის საბალეტო სტუდია (1930, თბილისი), მოსკ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი (1939); თსუ ფილოლ. ფაკ-ტი (1941). 1944–61 თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. პარტიები: ჯავარა (დ. თორაძის „გორდა“,სტალინური პრემია, 1951), ნიავი (გ. კილაძის „სინათლე“), მანიჟე (ა. ბალანჩივაძის „მთების გული“), ზოია რუხაძე (დ. თორაძის „მშვიდობისათვის“) და სხვ. ა-ის შესრულებას ახასიათებდა დრამ. სიმძაფრე, ემოციურობა. 1968-იდან თბილ. სახელმწ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი იყო.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. გვარამაძე