ალიხანიანი არტემ ისააკის ძე [11 (24). VI. 1908, თბილისი, – 25. II. 1978, მოსკოვი (დაკრძალულია ერევანში)], სომეხი ფიზიკოსი.
სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1946), სომხ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1943). დაამთავრა ლენინგრ. უნ-ტი (1931). 1943–73 იყო თავისსავე დაარსებული ერევნის ფიზ. ინ-ტის დირექტორი. ა-ის შრომები ეხება ატომბირთვისა და კოსმ. სხივების ფიზიკას. თ. ასათიანთან ერთად აღმოაჩინა კოსმ. სხივების ე. წ. ვიწრო ღვარები. განიერღრეჩოიანი ნაპერწკლოვანი კამერის შექმნისათვის თ. ასათიანთან, ვ. როინიშვილთან, გ. ჩიქოვანსა და სხვებთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია (1970); სსრკ სახელმწ. პრემიები (1941, 1948).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.