ალკუნი

ალკუნი

ალკუნი (Alcedo atthis), ფრინველი ყაპყაპისნაირთა რიგისა.

გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. ბინადრობს საქართველოში. ცხოვრობს მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირებზე. ბუდეს იკეთებს სოროში, რ-საც თვითონვე თხრის. ბუდობს აპრ. ბოლოს - მაისში, ზოგჯერ მეორედაც (ივნისში). დებს 4–9 (ჩვეულებრივ 4) კვერცხს, ინკუბაციის ხანგრძლივობა 21 დღ-ღ. იკვებება წყლის მწერებით, პატარ-პატარა თევზებით, ლიფსიტებით. შეფერილია მომწვანოდ. ზურგის მხრიდან მოლურჯო, მუცლის მხრიდან წითური ელფერი დაჰკრავს. აქვს მასიური თავი და გრძელი ნისკარტი.

რ. ჟორდანია