ალპური ხარაბუზა (Rosalia alpina), ხოჭო ხარაბუზასებრთა ოჯახისა.
მისი სხეულის სიგრძეა 15–38 მმ. დაფარულია მოშავო-მოცისფრო ბეწვებით. ბინადრობს ფოთლოვან ტყეებში, ძირითადად წიფლნარში. ხოჭო კვერცხებს დებს ხის ქერქის ნაპრალებში. მატლები ვითარდებიან გამხმარ მორებზე. წელიწადში იძლევა 2–3 თაობას.
გავრცელებულია სამხრ. და შუა ევროპაში, სირიაში, ყირიმში, კარპატებში, კავკასიაში. საქართველოში გვხვდება სვანეთში, აფხაზეთში, თბილისში, ლაგოდეხის, მანგლისის, ბაღდათის მიდამოებში. მათი რაოდენობა კლებულობს ტყის ფართობის შემცირების გამო.
შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.