ამაღლობელი ნოდარ სარდიონის ძე ( 24. VIII. 1930, თბილისი - 9. IV. 2004. იქვე), ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1988; წ.-კორ. 1979). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1983), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1990).
დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953), 1954–57 სწავლობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. ინ-ტის ასპირანტურაში, რ-ის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე უმცროსი მეცნ. მუშაკის თანამდებობაზე (1957–62). 1962–63 მუშაობდა თსუ-ის ბირთვული ფიზ. სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში უფროს მეცნ. თანამშრომლად, 1963–72 – ამ ლაბორ. მაღალი ენერგიების ფიზ. განყ-ბის გამგედ, 1972–73 -ამავე ლაბორ. გამგედ, 1973–80 -თსუ-ის მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზ. პრობლემური სამეცნ.-კვლ. ლაბორ. გამგედ. 1980-იდან თსუ-ის მაღალი ენერგიების ფიზ. ინ-ტის დირეტრია. 1981–85 (ერთდროულად) თსუ-ის პრორექტორი სამეცნ. მუშაობის დარგში, 1985–91 -თსუ-ის რექტორი. სსრკ (ამჟამად რუსეთის) უმაღლესი და საშ. სპეც. განათლების სამინისტროს ბირთვული ფიზ. სექციის მაღალი ენერგიების ფიზ. კომისიის თავ-რე (1970–82); საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმთან არსებული სამეცნ. ხელსაწყოებისა და სამეცნ. კვლევის ავტომატიზაციის საბჭოს თავ-რე (1987-იდან).
1992-იდან საქართვ. რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ბირთვულ გამოკვლევათა გაერთ. ინ-ტში (დუბნა). ა-ის შრომები ეხება ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზ. საკითხებს. ა-ის შრომათა ციკლი ნეიტრალური უცნაური ნაწილაკების დაბადების შესახებ აღინიშნა პ. მელიქიშვილის სახ. პრემიით (1976, სხვებთან ერთად), ხოლო ახ. ვიწრო ბარიონული რეზონანსის აღმოჩენისათვის მას მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1986, სხვებთან ერთად).
1989–91 იყო სსრკ სახ. დეპუტატი და სსრკ უმაღლესი საბჭოს კავშირის საბჭოს წევრი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Определение константы связи π-мезон-нуклонного взаимодействия по сечениям упругого рассеяния нейтронов протонами при энергии 630 Мэв, «Журнал экспериментаольной и теоретической физики», 1960, т. 38, в. 2 (თანაავტ.); Образование нейтральных странных частиц в π-р, π-n и π-с взаимодействиях при 40 Гэв/с, «Ядерная Физика», 1973, т. 18, в. 6 (თანაავტ.).
მ. გელიტაშვილი