აჭარის ცენტრალური სახელმწიფო არქივი, დაარსდა 1923 ბათუმში აჭარის ასსრ განათლების სახალხო კომისარიატთან.
1938 არქივი დაექვემდებარა აჭარის შინაგან საქმეთა სახ. კომისარიატის საარქივო განყ-ბას, 1963-იდან აჭარის მინისტრთა საბჭოს ცენტრ. საარქივო სამმართველოს გამგებლობაში იყო. 1991-იდან აჭარის ავტონ. რესპ. სახელმწ. სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „მემატიანის“ გამგებლობაშია. არქივი უზრუნველყოფს აჭარის ტერიტორიაზე წარმოქმნილი დოკუმენტების სახელმწიფოებრივ დაცვას და მათ ფართო გამოყენებას. არქივში დაცულია 980 ფონდი, 1234 საქმე. არქივის ფონდებშია სახელმწ. ხელისუფლებისა და მართვის, სასამართლოს და პროკურატურის ორგანოთა, პროფკავშირების, კოოპ., სამეცნ.-კვლ. და სასწ. დაწესებულებების დოკუმენტები, ბათუმისა და ბათ. ოლქის პოლიტ., სოც. და სამეურნეო ისტ. საბუთები, მ. შ. ბათ. მუშათა რევ. მოძრაობის, სოციალ-დემოკრატების ბათ. კომიტეტის 1905 რევოლუციაში მონაწილეობის დოკუმენტები, ბათ. ოლქის ჩაქვის საუფლისწულო მამულში ჩაის კულტურის მოშენების, ჩინეთიდან ჩაის სპეციალისტების მოწვევის, ბათ. პორტო-ფრანკოდ (უბაჟო თავისუფალი ვაჭრობის ზონა) გამოცხადების, ბათ. სასწ. დაწესებულებების (ემორჩილებოდა კავკ. სასწავლო ოლქს) და სხვ. დოკუმენტები.
არქივში თავმოყრილია გამოჩენილი მეცნიერების (მაგ., აკად. ქსენია ბახტაძის), მწერლების, კომპოზიტორების და სხვ. პირადი ფონდები.
არქივში თავმოყრილ ფოტომასალაში ასახულია ბათუმისა და ბათ. ოლქის ისტორია, რუს.-თურქ. 1877–78 ომი, XX ს. რევ. მოძრაობა და სხვ. არქივმა რამდენიმეჯერ გამოსცა „მეგზური“.
ს. ტაბაღუა