აჭარული ხავერდულა

აჭარული ხავერდულა, ჰევისტონის შავა (Erebia hewistonii), პეპელა ხავერდულასებრთა (Satyridae) ოჯახისა. მაღალმთის ლოკალურო გვარის კავკასიური წარმომადგენელია. ვიწრო ენდემი და ნაკლებად შესწავლილი სახეობაა. შეტანილია „სსრ კავშირის წითელ წიგნში“. პირველად აჭარის მთებში იპოვეს და აღწერეს, როგორც ახ. სახეობა. ფრთების შლილი 42 – 46 მმ. მუქი ყავისფერი ხავერდისებრი ფრთები ბოლოვდება ნარინჯისფერი არშიით, რ-ზედაც შავრგოლიანი თეთრი თვალუკებია გამწკრივებული. გავრცელებულია მცირე კავკასიონზე და სამხრ. მთიანეთში. ტიპური ადგილსამყოფელია მთის წიწვოვანი ტყეები, სადაც ფრენს ღია ადგილებში, ტყისპირებსა და ველობებზე.

ე. დიდმანიძე