ახა, სოფელი და ციხესიმაგრე ისტორიულ სამხრ. საქართველოში, ტაოს პროვინციის მამროვანის (ნამროვანი || ნარუმაკი) ხევში (ახლანდ. თურქ. ტერიტ.). მდებარეობს ოლთისისწყლის (ოლთუ-ჩაი) მარცხ. შენაკადის იდისწყლის ხეობაში. ა-ის ციხე (ახარი) ხშირად იხსენიება XVI – XVII სს. ოსმ. წყაროებში. ა. ერქვა აგრეთვე სოფელს ზემო ბასიანში, რ-იც ასან-ყალას (ახლანდ. ფასინერი) ჩრდ-ით 5 კმ-ზე მდებარეობდა.
ლიტ.: სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI – XVII სს.), თბ., 1971.
ა. თორდია