„ახალგაზრდა ივერიელი“, თავისუფალი ახალგაზრდული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი. ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1990‒2008 წლებში, ქართ. ენაზე, კვირაში 2-ჯერ.
„ა. ი-მა“ გააგრძელა თავისი წინამორბედის – გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტის“ სხვადასხვა თაობის ჟურნალისტთა საუკეთესო ტრადიციები, ამავე დროს უარყო ცრუკომუნისტური მიზანდასახულობანი, ახალგაზრდობაზე იდეოლოგიური ზემოქმედების კომკავშირული პრინციპები; 1988 – 89-იდან აქტიურად ჩაება ეროვნ.-განმათ. მოძრაობაში, ასახავს ახალგაზრდობის მისწრაფებას საქართველოს პოლიტ. და ეკონ. დამოუკიდებლობისაკენ, საქართველოსა და უცხოეთში მიმდინარე აქტუალურ პოლიტ. მოვლენებს, ეკონ. და სოც. რეფორმების განხორციელების, სახელმწიფოებრივი მოწყობის პროცესს.
„ახალგაზრდა კომუნისტის“ სახელწოდებით 1921 წ. 13 აგვ. გამოვიდა გაზეთის ერთადერთი ნომერი („გაზეთი ახალგაზრდა მუშებისათვის და გლეხებისათვის, ორგანო საქართველოს ახალგაზრდული კომკავშირის ცენტრალური კომიტეტისა“). საქართვ. კომკავშირის ცკ-ის ორგანოს გამოცემა განახლდა 1922 ახ. სახელწოდებით „სპარტაკი“ (ორკვირეული, 1922; № 12-იდან კი – ყოველკვირეული გამოცემა), ხოლო 1925 წ. 8 დეკ-იდან გამოდიოდა კვლავ „ახალგაზრდა კომუნისტის“ სახელწოდებით, როგორც საქართველოს კომკავშირის ცკ-ისა და ტფილისის კომიტეტის ორგანო. თავდაპირველად გამოდიოდა ყოველდღიურად, 1927 – 28 – კვირაში 2-ჯერ; 1929 – კვირაში 3-ჯერ; 1930-იდან – ყოველდღიურად. 1935 გაზეთის ტირაჟი იყო 3 ათ., 1938 – 41 წწ. – 49 – 60 ათ. 1941 წ. 23 აგვ. გაზეთის გამოსვლა შეწყდა. გამოცემა განახლდა 1945 წ. 1 თებ. (ტირაჟი – 30 ათ.).
სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ:კ. გორდელაძე (1922), ვ. კუპრაძე (1923-1924), გ. ძიგრაშვილი (1924-1925), შ. ანდღულაძე (1926-1928), გ. ჯავახიძე (1928-1929), აკ. მახათაძე (1929-1930), დ. ვოლსკი (1930-1931), ალ. მგელაძე (1931), ვ. მიქაძე (1931-1932), კ. ჩარკვიანი (1932-1933), ე. ენუქიძე (1933-1934), ვ. დევიძე (1934-1935), ს. აბულაძე (1936), მ. ცქვიტიძე (1936-1937), შ. მთვრალაშვილი (1937), ალ. მირცხულავა (1938-1939), დ. მჭედლიშვილი (1939-1941), გ. ფირცხალავა (1941-1948), შ. გაგოშიძე (1948-1953), გ. ვარდოსანიძე (1953), მ. კაკაბაძე (1953-1955), გ. გელაშვილი (1955-1971), ა. სანებლიძე (1971-1974), ჯ. ნინუა (1974- 1982), რ. ბალანჩივაძე (1982-1984), პ. ნაცვლიშვილი (1985-1988), მ. ბალარჯიშვილი (1988- 1991), ზ. ხოზბერიძე (1991), მ. ბალარჯიშვილი (1992-1997), გ. გობეჩია (1997-2007). 2008 გამოცემა შენყდა.
მ. ბალარჯიშვილი.