„ახალგაზრდა მწერალი“, ლიტერატურული მხატვრული ჟურნალი, სრულიად საქართველოს მწერლების კავშირის ყოველთვიური ორგანო.
გამოდიოდა თბილისში 1934 – 35. სულ გამოიცა 11 ნომერი. ჟურნალში დაბეჭდილია ლ. ქიაჩელის, გ. აბაშიძის, გ. შატბერაშვილის, ა. ადამიას, გ. ჩიქოვანის, ა. საჯაიას, ვ. შუბლაძის და სხვა მწერალთა ნაწარმოებები.
პასუხისმგებელი რედაქტორი – მ. ტოროშელიძე. ტირაჟი 39 ათ. 1935-იდან მის ნაცვლად გამოვიდა „ჩვენი თაობა“.
ი. ლორთქიფანიძე.