ახალზელანდიური სელი

ახალზელანდიური სელი (Phormium tenax), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისნაირთა რიგის ფორმიუმისებრთა ოჯახისა.

ველურად იზრდება ახალი ზელანდიისა და ნორფოლკის კ-ებზე. ფოთოლი შეიცავს მაგარ ბოჭკოს, რ-ისგანაც ამზადებენ ბრეზენტს, საზღვაო ბაგირებს, ხეზებს, იყენებენ ქაღალდისა და ცელულოზის წარმოებაში. XIX ს. ბოლოს საქართველოში შემოიტანეს და როგორც ტექ. და დეკორ. მცენარე მოაშენეს შავი ზღვის სანაპიროზე ბათუმიდან ტუაფსემდე.