„ახალი გზა“, ყოველკვირეული მუშათა ჟურნალი, ე. წ. მუშათა კომისიის ორგანო.
გამოდიოდა 1924 – 28 თბილისში. 1927-იდან იყო პოლიტ., ეკონ. და ლიტ. ჟურნალი. თანამშრომლობდნენ ყოფილი მენშევიკები, რ-ებიც უკვე ახ. პოზიციებზე იდგნენ და მენშევიზმის იდეოლოგიას ებრძოდნენ.
გამომცემელი – სარედაქციო კოლეგია.