ახალი ზირბითი, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი). თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ფარცხისის-წყლის (ალგეთის მარცხ. შენაკადი) სათავეში, მანგლის–თბილისის გზატკეცილზე. ზ. დ. 1250 მ, თეთრიწყაროდან 25 კმ. 52 მცხ. (2014).