„ახალი ივერია“, ყოველდღიური პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულებისა.
გამოდიოდა ქუთაისში 1914 დროებით შეჩერებული გაზეთის „იმერეთის“ (1912 – 15) ნაცვლად, იმავე პროგრამითა და თანამშრომელთა შემადგენლობით. რედაქტორ-გამომცემელი – გ. დარახველიძე.
გაზეთი აშუქებდა ქუთაისის, საქართვ. სხვა რეგიონების ცხოვრებას, თეატრისა და ხელოვნ. საკითხებს, გარკვეული ადგილი ჰქონდა დათმობილი პრესის მიმოხილვასაც. მრავლად იყო ინფორმაცია I მსოფლიო ომის მიმდინარეობის თაობაზე. “ა. ი-ში“ თანამშრომლობდნენ ნ. ნიკოლაძე, გ. ქიქოძე, ნ. ლორთქიფანიძე, ია ეკალაძე, შიო მღვიმელი, ი. ბახტაძე, ვ. წერეთელი, ს. ქვარიანი, ლ. მაჭავარიანი და სხვ. გაზეთში ქვეყნდებოდა განცხადებებიც.
ლ. ფერაძე.