ახალი კინდღი, სოფელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, (აფხაზეთის არ) შავი ზღვის ნაპირას.
სათავო სოფელი. ზ. დ. 10 მ, ოჩამჩირიდან 22 კმ.
ა. კ. ადგილ. მნიშვნელობის კურორტია. ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა 50ºC) და თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 23ºC). ნალექები 1000 – 1200 მმ წელიწადში. 1981 დამუშავდა კურორტის გენ. გეგმა, დაგეგმარებისა და ფუნქციონალური ზონირების სქემა (არქიტექტორები თ. ბაკურაძე, რ. ხატიაშვილი).
ა. კ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ე. ბაგრატიონი