„ახალი ცხოვრება“, პირველი ქართული ლეგალური ბოლშევიკური გაზეთი.
გამოდიოდა 1906 წ. 20 ივნისიდან 14 ივლისამდე. თანამშრომლობდნენ: ი. სტალინი, მ. ცხაკაია, მ. დავითაშვილი, მ. ტოროშელიძე, მ. ბოჭორიძე, გ. თელია და სხვ. ოფიც.
რედაქტორ-გამომცემელი – ნ. ახმეტელაშვილი. სულ გამოვიდა 20 ნომერი. დაიხურა მთავრობის განკარგულებით.
ს. ბერაძე.