„ახალო“

„ახალო“ („ახალ აღნაგო სულო“), ძვ. ქართული ხალხური (სატრფიალო შინაარსის) სიმღერა.

ქალაქური ფოლკლორის აღმოსავლური შტოს ერთ-ერთი უძველესი ნიმუში. პოპულარული იყო XIX ს-ში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც. ვრცელდებოდა ზეპირი გადმოცემით.

შესრულდა 1829 საქართველოში პუშკინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო შეხვედრაზე და პოეტის დიდი მოწონება დაიმსახურა.

ჩაიწერა პ. სიალსკიმ სომხეთში 1834 (ქართ. ენაზე).

ტექსტი ეკუთვნის დ. თუმანიშვილს.

პირველად გამოქვეყნებული იყო ჟურნ. „ილლუსტრაციაში“ (პეტერბურგი, 1861, № 193). სიმღერა ცნობილია ერთხმიანი ვარიანტის სახით.

1904 ზ. ფალიაშვილმა „ა-ს“ ტექსტზე დაწერა განსხვავებული ჰანგის რომანსი „ახალ აღნაგო სულო“.

ლიტ.: ქართული ხალხური ქალაქური სიმღერები, შემდგ. ა. მშველიძე, თბ., 1970.

ს. ჟორდანია.