ამბარცუმიანი ვიქტორ ამაზასპის ძე [დ. 5 (18). IX. 1908, თბილისი], სომეხი ასტროფიზიკოსი. რუსეთის მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1953; წ.-კორ. 1939), სომხ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1943) და პრეზიდენტი (1947–93; 1993-იდან – საპატიო პრეზიდენტი), საქართვ. მეცნ. აკად. საპატიო აკადემიკოსი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968).
ა-ის გამოკვლევები შეეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორ. ასტროფიზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეგალაქტიკების ასტრონ. პრობლემებს. გამოიკვლია (შ. გორდელაძესთან ერთად), რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით, რ-თა ზოგიერთი მახასიათებელი თვითონვე განსაზღვრა; აღმოაჩინა გალაქტიკაში ახ. ტიპის ვარსკვლავთა სისტემები - ვარსკვლავთა ასოციაციები და სხვ. ბიურაკანის (სომხეთი) ასტროფიზ. ობსერვ. დამაარსებელი და მისი დირექტორი (1946–88).
1961–64 საერთაშ. ასტრონ. კავშირის პრეზიდენტი. უცხოეთის მრავალი მეცნ. აკადემიისა და სამეცნ. საზ-ბის წევრი, სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1946, 1950). თბილ. საპატიო მოქალაქე (1982), სსრკ III–IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ორგზის სოციალ. შრომის გმირი (1968, 1978).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Научные труды, т. 1 – 2, Ер., 1960.
ლიტ.: Тевзадзе Г. А., Виктор Амбарцумян, Тб., 1987.