ახალუხალი, დღესასწაულის ან სხვა საზეიმო სტუმრიანობის დროს ახალგაზრდების (ახალუხლების) სალხინოდ თავშეყრა რომელიმე მათგანის ოჯახში.
პურობასთან ერთად იმართებოდა ცეკვა-თამაში, ლექსობა და სხვ. ა. უმთავრესად სხვა სოფლიდან მოსული სასურველი სტუმრის პატივსაცემად იცოდნენ.
განსაკუთრებით ხშირად მართავდნენ ქორწილთან დაკავშირებით, პატარძლის პატივისცემის ნიშნად.
თ. ოჩიაური