ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დაარსდა 1956.
1973 გაიხსნა პირველი ექსპოზიცია. მუზეუმში ორი განყ-ბაა.
2020-თვის ფონდში იყო 4 ათ.–ზე მეტი ექსპონატი, რ-თა უმრავლესობა ასახავს ჯავახეთის ისტ. წარსულსა და თანამედროვეობას. აქ დაცულია მხარისთვის დამახასიათებელი ყოფის (ხალხური ავეჯისა და სამოსელის ნიმუშები, ფარდაგები) და ეთნოგრაფიის მასალები (XIX–XX სს. დასაწყისი), აგრეთვე არქეოლ. გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა (გვიანი ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეების ჩათვლით. მუზეუმი ატარებს შემგროვებლობით მუშაობას, ლექცია-მოხსენებებს, თანამშრომლები მონაწილეობენ საქართვ. მეცნ. აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოგრ. ინ-ტის ეთნოგრ. განყ-ბის მიერ გამართულ სამეცნ. სესიებში, ეწყობა გამოჩენილ მოღვაწეთა საიუბილეო გამოფენები.
მუზეუმს უკავია 321 კვ.მ ფართობი, საექსპოზიციო სივრცეს – 245 კვ. მ., საცავს – 32კვ. მ.
ა. კარაპეტიანი