ახალქალაქის პლატო, პლატო სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთის ქედის დასავლეთით.
შემოფარგლულია თრიალეთის, სამსრის, ჯავახეთისა და ნიალისყურის ქედებითა და მტკვრის ზემო ხეობით. სიმაღლე 1500–2000 მ-მდეა. აგებულია ქვედამეოთხეული დოლერიტული ლავებითა და ტბიურ-მდინარეული დანალექებით. პლატოს მთის შავმიწა ნიადაგზე ხარობს მთის სტეპის მცენარეულობა. პლატოზე გაშენებულია ქ-ები: ახალქალაქი, ნინოწმინდა, სოფლები: ალასტანი, ბარალეთი, დილისკა, კარტიკამი, კუმურდო, ხიზაბავრა, ჯიგრაშენი და სხვ.
ლ. მარუაშვილი