ამიერკავკასიური მცურავი (Elaphe hohenackeri), უშხამო გველი ანკარასებრთა ოჯახისა.
გავრცელებულია ამიერკავკ. რესპუბლიკებში. საქართველოში მისი არეალი მოიცავს თრიალეთის ქედს, კავკასიონის მთისწინეთს და, როგორც ჩანს, თვით კავკასიონსაც. ბინადრობს ქვიან, ქსეროფიტულ ფერდობებზე, მდ-ების ნაპირებზე, მეჩხერ ტყეებში. ძირითადად მეხეური ცხოველია. იკვებება მღრღნელებითა და ხვლიკებით. ივლ. დასაწყისში დებს 7-მდე კვერცხს.
იშვიათი სახეობაა. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.
თ. მუსხელიშვილი