ახალქალაქური, ოლღას მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთაში, რკინიგზის სადგურის მოპირდაპირედ, ე. წ. ოლღას დასახლების თავზე, ტყიან ქედზე.
მონასტერმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო ინჟინერ გორნიჩის მეუღლის ოლღას სახელის მიხედვით, რ-მაც აქ გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩამონაშალი ქვა-ღორღით დაფარულ ძვ. ეკლესიას მიაგნო, გააწმენდინა, შეაკეთებინა და ამით საფუძველი ჩაუყარა ქალთა მონასტრის გახსნას. როგორც ჩანს, ეს უნდა იყოს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოხსენიებული ღვთისმშობლის მონასტერი ა., რ-შიც 1609 წელს დროებით აფარებდა თავს ლუარსაბ მეფის მიერ დევნილი დიდი მოურავი გიორგი სააკაძე.
ისტორიული წყაროს მიხედვით, გ. სააკაძე გამოიქცა თბილისიდან და კარსნის ხევით მოვიდა მიტოვებულ ა-ში. თავის დროზე მონასტრისათვის ამ ადგილის შერჩევა, როგორც ჩანს, განაპირობა ხელშემწყობმა ბუნებრივმა პირობებმა, წყაროთა სიმრავლემ და სხვ. ძვ. სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და საცხოვრებლად გადაკეთებული ღვითსმშობლის მიძინების ეკლესიები. ღვითსმშობლის ეკლესია ნატეხი ქვით ნაგები პატარა შენობაა.
ლიტ.: Шмерлинг Р. О., Долидзе В. О., Барнавели Т. В., Окрестности Тбилиси, Тб., 1960.