ახალციხელი ფარადავლა, ახალციხელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი XIII ს. I ნახევარში, ძე შალვა ახალციხელისა|ახალციხელი შალვა. საქართველოში მონღოლთა შემოჭრის შემდეგ ფარადავლა გაიქცა რუმის სულთან ყიასედინთან, რ-მაც ის თავის ერთ-ერთ სარდლად დანიშნა. ა. დარდინ შარვაშიძესთან ერთად სარდლობდა სულთნის ჯარს მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში (1244). სულთნის ჯარი დამარცხდა, შარვაშიძე მოკლეს, ხოლო ფარადავლა თვით სულთანმა მოაკვლევინა. მემატიანის სიტყვით, იგი იყო „კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი“.
ლიტ. იხ. სტ-თან ახალციხელები.
ნ. შოშიაშვილი