ატენი

ატენი, ქალაქი ფეოდალურ საქართველოში, ატენის ხეობაში, მდ. ტანის ორივე ნაპირზე, ახლანდ. გორის მუნიციპ-ის ატენის თემის ტერიტორიაზე. ქალაქი აშენდა მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით XI ს. შუა წლებში. ა-სა და ატენის ხეობაზე გამავალ გზებს იცავდა და სამეფო ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენი იყო ატენის ციხე|ატენისა და ვერის ციხე|ვერის ციხეები. XIII–XVII სს-ში ა. მნიშვნელოვან ქალაქად რჩებოდა, მაგრამ დაღ. ფეოდალთა განუწყვეტელი თავდასხმების შედეგად XVIII ს-თვის დაკნინდა და სოფლად იქცა (იხ. დიდი ატენი, პატარა ატენი).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

დ. ბერძენიშვილი