ატკვერი

ატკვერი, ზაგარი, უღელტეხილი მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, სვანეთის ქედის აღმ. ნაწილში. სიმაღლე 2623 მ. სვანეთის ქედის უდაბლესი და ერთადერთი საავტ. უღელტეხილი. მოვაკებული უნაგირაა. აკავშირებს სოფლებს უშგულსა (ენგურის ხეობა) და ცანას (ცხენისწყლის ხეობა). ა-ის მიდამოები შემოსილია ალპ. მდელოებით.